შერჩევის ეტაპების ინსტრუქცია მათემატიკის, ისტორიის, გეოგრაფიის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გერმანული ენის პედაგოგებისათვის
მათემატიკის, ისტორიის, გეოგრაფიის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გერმანული ენის პედაგოგთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
კონკურსის I ეტაპზე აპლიკანტები გაივლიან ტესტირებას.
კონკურსის I ეტაპი ჩატარდება აბიტურიენტთა ინტენსიური მომზადების ცენტრში. ცენტრის ადმინისტრაცია თავად დაუკავშირდება კონკურსანტებს და შეატყობინებს კონკურსის ჩატარების თარიღსა და დროს.
შერჩევის II ეტაპი - გასაუბრება.
შერჩევის ეტაპების განრიგი და ინსტრუქცია ქართული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენისა და ზოგადი უნარების სპეციალისტებისათვის
პედაგოგთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად.
შერჩევის I ეტაპი
აპლიკანტები გადიან ტესტირებას ინტერნეტის საშუალებით. ტესტები ხელმისაწვდომია მხოლოდ რეგისტრირებული აპლიკანტებისთვის.
ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი 80-ქულიანია. მასში შეგხვდებათ მონაკვეთები არასაპროგრამო ტექსტებიდანაც.
ინგლისური ენის ტესტი 50-ქულიანია.
ზოგადი უნარების ტესტის ვერბალური ნაწილი 50-ქულიანია.
ზოგადი უნარების ტესტის მათემატიკური ნაწილი 50-ქულიანია.
გაითვალისწინეთ, ტესტის ყოველი საკითხის შესასრულებლად დათმობილი გაქვთ განსაზღვრული დრო. დროის ათვლა იწყება პირველი საკითხის გააქტიურებიდან (მითითებულია ტესტის ზედა მარჯვენა კუთხეში). ტესტი აუცილებლად უნდა დაასრულოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავალებები, რომლებსაც არ შეასრულებთ, ნული ქულით შეფასდება.
გაითვალისწინეთ, დაბრუნება უკვე განვლილ საკითხზე შეუძლებელია,
სწორი პასუხი ფასდება ერთი ქულით.
გამოტოვებული და არასწორი პასუხი -- ნული ქულით.
ინტერნეტტესტის შესრულების თარიღი და დრო: 13/01/2012 00.00-დან 20/01/2012 00.00-მდე.
პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებენ ის აპლიკანტები, რომლებიც დააგროვებენ ქულათა საჭირო რაოდენობას. ბარიერი განისაზღვრება პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით. ცენტრის ადმინისტრაცია დაუკავშირდება და კონკურსის II ეტაპის ჩატარების თარიღსა და დროს შეატყობინებს მხოლოდ იმ კონკურსანტებს, რომლებიც გადავლენ მეორე ეტაპზე.
შერჩევის II ეტაპი
აპლიკანტებმა უნდა შეასრულონ წერითი დავალება.
კონკურსის II ეტაპი ჩატარდება აბიტურიენტთა ინტენსიური მომზადების ცენტრში.
შერჩევის III ეტაპი - გასაუბრება.
